საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიDeclaration of independence of first Georgian Republic in 1918, 26 of May საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, გამოცხადებული ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წ. 26 მაისს: მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შეინაგანი წყობილება შექმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დასტოვა ამიერკავკასია. დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და, მასთან ერთად, ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს: მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი სასუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს, დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22–ს არჩინოს, დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე მიერ, დღეს აცხადებს: 1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერებულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა
|