ჯუანშერი - ვახტანგ გორგასალისაინტერესო ეპიზოდი ვახტანგის ცხოვრებიდან, რომელიც აჩვენებს ქრისტიანული ეთიკის ელემენტებს სახელმწიფოს ხელში, სხვა რელიგიებთან მიმართებაში აქა ვახტანგ გორგასლისაგან საბერძნეთს წასლვა საომრად ..... მაშინ გარდამოჴდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქუა: "არა რომელი ჩუენ გჳნდა, გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩუენ ვიტყოდით მშჳდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა, და ღმერთმან შურ-იგო, და მოკლეს ერის-თავი რანისა. რომლისათჳს ყოველი სპარსეთი ვითარ-ცა მოოჴრებასა სპარსეთისასა იგლოვს აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯუარი და წარვიძღუანოთ, რათა რომლითა გუძლევდენ მით-ვე იძლივნენ, და იქმნენით ძედ ძლიერებისად, და ნუ-ვინ ბრძავთ ურთიერთას სხჳსა მიერ, და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა; არამედ იყვნენ ჴელნი თქუენნი ვითარ-ცა ჴელნი ჩემნი, რათა არა ვიძლივნეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქა ვდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარ-ცა იდევნიან ყორანნი მართუეთაგან თჳსთა". და მოიყვანა პეტრე მღდელმან ჯუარი, და რქუა მეფემან: "დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩუენისასა, და არქუ ყოველთა - "თაყუანის-ეცით ჯუარსა და ვსძლოთ მტერსა" და რომელმან არა თაყუანის-ცეს, მოკალთ" და უბრძანა დემეტრეს, ერის-თავსა თჳსსა, და ჯუანშერს სპასპეტსა, რათა მიჰყვენ ჯუარსა თანა. და ქადაგი ჴმობდა ძლიერად: "რომელმან არა თაყუანის-ცეს ჯუარსა, მოკუედინ" და მივიდოდეს ყოველნი ერნი, და თაყუანის-ცემდეს და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა. ხოლო ბორზო მოვაკნელმან მეფემან თქუა: "არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა, და არა თაყუანის-ვცემ ძელსა მაშმელსა, რომელი განშუენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა", და სცა მას ლახუარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარა-ვინ იკადრა გმობად ჯუარისა, და აღთქმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: "უკეთუ შემეწიოს ჩუენ ჯუარი, არღარა იყოს ჩუენდა სხუა ღმერთი გარნა ჯუარ-ცმული". და გარდაჴდა მეფე და თაყუანის-ცა მას, და ყოველმან ერმან მის თანა და თქუა მეფემან: "აჩუენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, მორწმუნენი შენნი; დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან. და სპანი იგი ბერძენთანი გამოვიდეს ვითარ-ცა ელვა. |