ჯუანშერი - ვახტანგ გორგასალივახტანგი სპარსეთის მეფის კარზე აღმოსავლეთში იბრძვის. ერთერთი ბრძოლის წინ სინდეთის მეფე შეგონებით ცდილობს ვახტანგი დააფიქროს მის ურთიერთობაზე სპარსელებთან. / Juansher is describing an episode from Vakhtang Gorgasali's battles with Sinds and a conversation between two battling kings. არაკი სინდთა მეფისა მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა , და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა , და რქუა : " ვახტანგ მეფეო , მსგავსი ხარ შენ ყუავისა მის უგუნურისა , რომელმან პოვა ქორი მოწყლული და გაგლეჯილი არწივისაგან , რომელსა ვერ ეძლო აფრენა და მიახლებულ იყო სიკუდილ სა . და არა ქმნა ყუავმან მან ვითარ - ცა წესი არს ყუავისა . რამეთუ სხუამან ყუავმან ოდეს იხილის ქორი , იწყის ჴმა - მაღლად ყივილი , და ასმინის სხუათა - ცა , და დაესხის სიმრავლე ყუავთა ქორსა , რათა - მცა განიოტეს საყოფელთაგან მისთა , და უშიშად - მცა დაყვნეს დღენი მათნი რამეთუ პირუტყუთა - ცა იციან სარგებელი თავისა მათისა . " არა ქმნა ყუავმან ესე - ვითარი , არამედ შეიწყალა ქორი იგი , ვითარ - ცა კეთილის - მყოფელი მისი ; დაუტევა ზრდა მართუეთა თჳსთა , და მარადის უკრებნ მკალსა და გუელსა , რამეთუ სხჳსა შეპყრობა არა ძალ - უც ყუავსა , და მით ზრდიდა ქორსა . ვითარ - ცა მოეზარდნეს ქორსა მას ფრთენი , თქუა გონებასა თჳსსა : " ესე - რა დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გუელითა , და არა მომცემია ძალი მამა - დედათა ჩემთა , რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები . თუ - მცა ძალ - მედვა მიწევნა მფრინველთა და მით გამოზრდა თავისა ჩემისა , არამედ შევიპყრა ყუავი ისი , მზრდელი ჩემი , შევჭამო და განვისუენო ორ დღე : მომეცეს ძალი და ვიწეო წესისაებრ ნადირობად , მამათა ჩუენთაებრ ". რომლისათჳს - ცა აღასრულა ესე , შეიპყრა ყუავი იგი და შეჭამა . მიერითგან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა . არა მიეცა ყუავსა მას ქება მოწყალებისა მისთჳს , არამედ უგუნურად და თავისა მკლველად ითქმის . არ - ცა მიეცა ქორსა მას შუედრება უწყალოებისა და კეთილის - უჴსენებლობისა ; რამეთუ იგი არს გუარი და წესი ქორისა : განილეოდა და მოკუდებოდა მკალითა , და ქმნა წესისაებრ , და განერა სიკუდილისაგან ხოლო ყუავმან მან არა წესისაებრ ქმნა , და მით - ცა მოკუდა . "აწ სპარსნი , რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნი არიან ჯუარის - მსახურთანი , ჟამსა შინა , უღონოებით , ლიქნით ყვიან სიყუარული ; და ოდეს ეცის ჟამი , არა ყვიან წყალობა და კეთილის - ჴსენება . ესე , ბევრის - ბევრეულ - ჯერ ქმნილი , გუასმიეს წიგნთაგან . და ოდეს იხილენ სპარსნი ჩემ მიერ შეკნინებულნი , არა ჰყავ იგი , რომელი ჯერ იყო შენდა საქმედ , სიხარული და მადლისა შეწირვა ღმრთისა შენისა , და ზრახება სხუათა - ცა ნათესავთა , და მტერთა აღზრზენა სპარსთა ზედა , და შეწევნა მტერთა სპარსეთისათა . არა ჰყავ ესე - ვითარი , არამედ დაგიტეობიეს საყოფელი მამათა შენთა , და წინამძღუარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტიანოსა საბერძნეთისასა , და მოგივლია ორისა წელიწდისა გზა , და მოსრულ ხარ ძალად სპარსთა , რათა - მცა განძლიერდეს , და მოიწყუნეს , და წარგწყმიდეს შენ და ქუეყანა შენი , და დაიპყრეს წარსაწყმედელად ყოველთა ჯუარის - მსახურთა . ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა შენისათჳს და ყოველთა ჯუარის - მსახურთათჳს . რად ვთქუ მე შენთჳს ყუავისა იგავი ? რამეთუ მეფე ხარ თჳთ - მპყრობელი და ახოვანი , და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა . და ვითარ არა უგუნურად ვთქუა თავი შენი ?" არაკი ვახტანგ გორგასლისა მაშინ ვახტანგ რქუა : " გეგონა შენ , ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე , არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი . მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი : უგუნურო , მსგავს ხარ შენ თაგჳსა მის მთხუნველისა , რომელსა არა ასხენ თუალნი , და საყოფელი მისი არს მიწასა ქუეშე ; და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება ველთა ; და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თჳსსა , რამეთუ ეგე - ოდენი ჰგონიეს მას . ცხოვრება ყოველთა იძრვისთა , ვითარსა ცხოვრებასა თჳთ არს ; და არა სურვიელ არს ხილვად ნათელსა და შუენიერებასა ცისა და ქუეყანისასა . " ეგრეთ - ვე შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა , და ყრუ ხარ გონებისა ყურითა : არა ხედავ , არ - ცა გესმის , / და არ - ცა უწყი ცხოვრება სულიერი ; და არ - ცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა მას საუკუნოსა , ნათელსა მას დაუსრულებელსა , დიდებასა მას მოუგონებელსა და მიუწდომელსა . და არ - ცა იცნობ შენ ღმერთსა შემოქმედსა ყოვლისასა , რომლისა მიერ შეიქმნა ყოველი - ვე . ,. არა მიქმნია მოსლვა ამას ქუეყანასა დიდებისათჳს ამა სოფლისა , არ - ცა მსახურებისათჳს სპარსთა მეფისა , არამედ მსახურებისათჳს ღმრთისა დაუსაბამოსა , სამებისა ერთარსებისა , დამბადებელისა ყოველთასა , დიდებისათჳს მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა . რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიჴსნია იერუსალემი , წმიდა ქალაქი , სადა დადგეს ფერჴნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი , და მუნ აღასრულა ყოველი - ვე ჴსნისათჳს სულთა ჩუენთასა . და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიჴსნია მოოჴრებისაგან , რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუენვად ყოვლისა საქრისტიანოსა . "დაღათუ - მცა ქუეყანა ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმჴნითა სპათა ჩემთათა არამედ უცალო იყვნეს ბერძენნი და ვერ წინა - აღუდგებოდეს და ესრეთ ჯერ არს ჩუენ ქრისტეს მოსავთაგან , რათა ერთისა მოყუსისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი . ხოლო ბევრისა - ბევრეული სული დაჴსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა , და ამისთჳს მიქმნიეს ესე , რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე ჩემი , და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი . და რომელ სთქუ შენ , თუ " მოიწყონ რა სპარსთა , მტერ ექმნებიან ქრისტიანეთა ", მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა ამას დამიჴსნიან ქრისტიანენი ჭირისაგან დიდისა , და უკანას ღმერთმან დამბადებელმან წყალობა ყოს კუალად მოსავთა მისთა ზედა . " დაღათუ - მცა არა იყო მიზეზი ქრისტიანეთა ჴსნისა , და თჳთ ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა . ჯერ იყო ესე - ცა პირველად ნათესაობისათჳს და შემდგომად ამისთჳს , დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი , არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი , და რწამს ცხოვრება სულიერი ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმო , ვი / თარ - ცა ცხენი და ჯორი . ვითარ უკუე არა - მცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან დამბადებელმან ყოვლისამან . "და საწუთოსა - ცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს გონება შენი . რამეთუ ქორმან ღადარმან , რომელმან შეჭამა ყუავი იგი , მზრდელი მისი , აქებ ნაქმარსა მისსა ხოლო ბუნება ჩუენი ესე არს , რათა კეთილის - მყოფელისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი , და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან , და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო , და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათჳს თუ მოვკუდეთ , უკუდავნი - ვე ვართ , და სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით ". მაშინ რქუა სინდთა მეფემან : " ცუდ არს სიგრძე ზრახვისა ჩუენ შორის , არამედ რომელ სთქუ შენ , თუ სახელისათჳს ღმრთისა ჩემისა მოვკუდე , სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალები , მაშა უკეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდება და კეთილი , ჯერ არს ესრეთ , რათა ისწრაფოს მიმთხუევად სუფევისა მის . აწ უკუე ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი . გამოვედ ბრძოლად ჩემდა , რათა ჩემ მიერ მიიცვალო დღეს სიკუდილისაგან ცხოვრებად ; რამეთუ წარჩინებული ისი შენი წარმოვლენია წინამორბედად შენდა , რათა განგიმზადოს სადგური შენი ". რქუა ვახტანგ : " აწინდელი სიკუდილი არა მიჩნს სიხარულად , რამეთუ ცოდვილი ვარ , და არა სრულიად აღმისრულებია მცნება ღმრთისა , და არა სრულიად აღმიჴოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა , არამედ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე შენგან სიკუდილისა ; რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი , რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლად - ვე ; და მრავალ - მოწყალემან ღმერთმან , მრავლითა ძალითა მის - მიერითა , ჩემ მონისა მისგან მოგკლას მგმობარი მისი , და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას გარესკნელსა , ცეცხლსა უშრეტსა ". |